საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დელე ალი არსენალთან არ იქნება

11 ივლისი 2020

ლონდონის "ტოტენჰემის" წამყვანი ნახევარმცველი დელე ალი პრემიერ ლიგის 35-ე ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ინგლისელ ვარსკვლავს ბარძაყის დაზიანება ჰქონდა, თუმცა ის "არსენალთან" შეხვედრისთვის სრულად გამოჯანრთელებას ვერ ასწრებს.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ტოტენჰემი" და "არსენალი" ერთმანეთს ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები