საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ალეგრიმ, შესაძლოა, ინტერში კონტე შეცვალოს

11 ივლისი 2020

მილანის "ინტერმა", შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელი შეცვალოს. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ანტონიო კონტეს მომავალი მწვრთნელის პოსტზე ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო საეჭვოა.

"ნერაძური", მიუხედავად შემადგენლობის გაძლიერებაში დიდი ინვესტიციების ჩადებისა, იტალიის თასის 1/2-ფინალიდან გამოვარდა, ახლა კი სერია A-ს სატურნირო ცხრილშიც მე-3 ადგილი "ატალანტას" დაუთმო.

იმავე წყაროს ცნობით, თუ ხელმძღვანელობა კონტეს გათავისუფლებას გადაყწვეტს, "ინტერს", შესაძლოა, სათავეში "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგეს.

კომენტარები