საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლივერპული ტიაგო ალკანტარას ერთი პირობით შეიძენს

11 ივლისი 2020

"ლივერპულმა", შესაძლოა, "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დაიმატოს, თუმცა ერთი პირობით. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითლებისთვის" ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი პრიორიტეტული არაა და შესაძლოა, ისინი ტიაგოსთვის ბრძოლას ადვილად გამოეთიშონ.

სავარაუდოდ, "ლივერპული" 29 წლის ნახევამრცველის შეძენაზე სერიოზულად იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ ძირითადი შემადგენლობის რომელიმე შუახაზელი გუნდს დატოვებს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, თუ სერიოზული დანახარჯების თავიდან აცილება აუცილებელი იქნება, იურგენ კლობის სამწვრთნელო შტაბი მზადაა ფსონი ნაბი კეიტასა და კერტის ჯონსზე გააკეთოს.

კომენტარები