საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაკაზეტმა, შესაძლოა, არსენალი დატოვოს

07 ივლისი 2020

L'Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, შესაძლოა, ლონდონური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

ფრანგული წყაროს ცნობით, 29 წლის შემტევის შეძენის სურვილს "ინტერი", "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" გამოთქვამენ.

ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო, 10 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები