საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მანჩესტერ სიტი გრილიშს იმატებს

30 ივნისი 2020

ინგლისური "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" შემტევი ნახევარმცველით, ჯეკ გრილიშით დაინტერესდა.

ბრიტანული The Telegraph-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" მზად არიან, 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის შეძენის ვარიანტი განიხილონ იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ლეროი სანე დატოვებს.

გავრცელებული ცნობებით, სანეს შეძენის მთავარი კანდიდატი მიუნხენის "ბაიერნია", თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჭიანურდება. მხარეები, ჯერჯერობით, ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან. "სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას განცხადებით, 24 წლის გერმანელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

ჯეკ გრილიშმა, რომლითაც "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები