საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნაიკის ახალი "მფრინავი" ბურთი

29 ივნისი 2020

ნაიკმა ოფიციალურად წარადგინა ახალი "მფრინავი" ბურთი, რომელიც 2020/21 წლების სეზონში ტოპ ლიგებში - მათ შორის პრემიერლიგასა და სერია ა-ში იქნება გამოყენებული.

მისი დიზაინი განსხვავებულ აეროდინამიკას ქმნის და დაფუძნებულია ნაიკის განახლებულ AerowSculpt ტექნოლოგიაზე.

ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ნაიკმა 8 წელი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად და სწორედ ეს ახალი ბურთია ამდენხნიანი შრომის შედეგი და გამორჩეულია საჰაერო დინამიკით, ამიტომაც ეწოდა "მფრინავი".

ერთი რამ კი ყველაზე ცხადია, ეს ბურთი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება იმ ბურთებთან შედარებით, რაც კი აქამდე გვინახავს.

კომენტარები