საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მბაპე ლივერპულის ძირითადში ვერ მოხვდება

29 ივნისი 2020

კილიან მბაპეს შეძენით ლივერპული დაინტერესდა. მერსესაიდელების ამ გადაწყვეტილებას მათი ძირძველი ფეხბურთელი ბრიუს გრობელაარი გამოეხმაურა. იგი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ მბაპე ლივერპულის ძირითადში ვერ მოხვდება.

"თუ კილიანი ენფილდზე გადმოვა, პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე შემადგენლობა შესანიშნავია. მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია რომელი ფეხბურთელი მოვა და რომელი წავა. მივმართავ ყველა ფეხბურთელს, ვისაც ლივერპულში გადმოსვლა არ სურს, დაუყოვნებლივ ესტუმრეთ ექიმს."

"თუ მბაპე მაქსიმალურად არ დაიხარჯება და ძალიან არ მოინდომებს, ძირითადშიც ვერ მოხვდება. ჩვენ პრემიერლიგის გამარჯვებულები ვართ და ახლა ყველას სურს ჩვენ გუნდში თამაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ყველა ფიზიკურად ვერ შეძლებს ამას. აქ ადგილი მხოლოდ საუკეთესოებისთვისაა," - განაცხადა ბრიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს გრობელაარი 1981-დან 1994 წლამდე იცავდა ლივერპულის ღირსებას და ამ წლებში გუნდთან ერთად ათი ტიტულის მოგება მოახერხა.

კომენტარები