საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტიელო ისევ ინფიცირებულია

22 აპრილი 2020

"ატალანტას" მეკარე მარკო სპორტიელო კორონავირუსით ისევ ინფიცირებულია.

კიპერს ინფექცია 20 მარტს აღმოუჩინეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კორონავირუსზე სპორტიელოს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ვირუსი უკვე თვეზე მეტია აქვს. 

აღსანიშნავია, რომ 27 წლის მეკარე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს ის ვარჯიშის განახლებას. 

იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 187 327 შემთხვევა დაფიქსირდა, 25 085 ადამიანი გარდაიცვალა, 54 543 გამოჯანმრთელდა, 107 699 კი მკურნალობას აგრძელებს. 

 

 

კომენტარები