საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამ ტრეიდს შეიძლება ნბას ისტორია შეეცვალა...

22 აპრილი 2020

25 წლის წინ შონ კემპი კინაღამ სკოტი პიპენში გაცვალეს

 

საკალათბურთო სამყაროში  დიდი მოწონება გამოიწვია Netflix-ის მიერ გადაღებულმა სერიალმა “The Last Dance”, რომლის ჯერჯერობით საწყისი ორი სერიაა გამოსული.

სერიალი ეძღვნება 1997-98 წლების „ჩიკაგო ბულზის“ საჩემპიონო სეზონს, სადაც მთავრი მოქმედი პირი რათქმაუნდა მაიკლ ჯორდანია.

მეორე სერიაში გარკვეული ეპიზოდები იყო მიძღვნილი სკოტი პიპენზე, თუ როგორი დიდი როლი გააჩნდა მას „ბულზის“ წარმატებაში.

1997 წლის სექტემბერში სკოტი სიძლიერით მთელს ლიგაში ალბათ მეორე კალათბურთელი იყო ჯორდანის შემდეგ, თუმცა ხელფასით ნბა-ს კალათბურთელების ტოპ 120-შიც ვერ შედიოდა (სკოტიმ „ჩიკაგოსთან“ 1991 წელს გააფორმა 7 წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მას 18 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა).

რათქმაუნდა ამ სერიას უყურა ცნობილმა მწვრთნელმა ჯორჯ კარლმა, რომელმაც 25 წლის წიანანდელი ამბავი გაიხსენა.

„ The Last Dance“-ის ყურებისას მოგონებებში წავედი და გამახსენდა ერთი არშემდგარი ტრანსფერი, რომელიც 25 წლის წინ თითქმის განხორციელდა. გადაწყვეტილი იყო, რომ „სიეტლი“ „ჩიკაგოს“ შონ კემპში უცვლიდა სკოტი პიპენს, თუმცა „სუპერსონიქსის“ მაშინდელმა მფლობელმა ეს მხოლოდ მაშინ გადაიფიქრა, როდესაც გაიგო თუ რა აზრის იყვნენ ამ გაცვლაზე კლუბის გულშემატკივრები - ფანები დაპირდნენ ბერი აკერლის,  რომ თუ ეს ტრეიდი შედგებოდა, მაშინ საკალთბურთოო არენას დაწვავდნენ“.

არშემდგარი ტრეიდი, რომელსაც შეიძლება შეეცვალა მთლიანად საკალათბურთო ისტორია....

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები