ფეტელმა „ფერარის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

22 აპრილი 2020

ფეტელმა „ფერარის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

 

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა იუარა „ფერარისთან“ კონტრაქტის გაგრძელება, რომელსაც ვადა 2020 წლის ბოლოს გასდის - ინფორმაციას ავრცელებს La Gazzetta dello Sport.

„სკუდერიამ“ ფეტელს 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც პილოტის ანაღზაურება 12 მილიონი ევრო იქნებოდა, თუმცა გერმანელმა უარი თქვა შემოთავაზებულ პირობებზე. მას სურს 2 წლიანი კონტრაქტი და 40 მილიონი ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ფერარის“ მეორე პილოტ შარლ ლეკლერკთან2024 წლამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი, მისი წლიური ანაზღაურება კი 9-10 მილიონი ევროა.  

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები