საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თავისუფალი აგენტების საუკეთესო ტრანსფერები

21 აპრილი 2020

ESPN-ის აზრით, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი დორტმუნდის "ბორუსიადან" "ბაიერნში", ფეხბურთის ისტორიაში თავისუფალი აგენტების საუკეთესო ტრანსფერია. პოლონელი ერთი გერმანული გუნდიდან მეორეში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

მსგავსი ტრანსფერები, როცა ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ერთი გუნდიდან მეორეში უფასოდ გადადის, შესაძლებელი 1995 წლის დეკემბრის შემდეგ გახდა, როცა ბელგიელმა ჟან-მარკ ბოსმანმა "ლიეჟს" სასამართლო მოუგო. "ლიეჟმა" ბოსმანი, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთელი "დიუნკერკში" არ გაუშვა, რის შედეგადაც მოთამაშემ სამსახური დაკარგა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი ("ბორუსიადან" "ბაიერნში", 2014 წელს)

2. ანდრეა პირლო ("მილანიდან" "იუვენტუსში", 2011 წელს)

3. სოლ კემპბელი ("ტოტენჰემიდან" "არსენალში", 2001 წელს)

4. ლუის ენრიკე ("რეალიდან" "ბარსელონაში", 1996 წელს)

5. რობერტო ბაჯო ("მილანიდან" "ბოლონიაში", 1997 წელს და "ინტერიდან" "ბრეშაში", 2000 წელს)

6. სტივ მაკმანამანი ("ლივერპულიდან" "რეალში", 1998 წელს)

7. რუუდ გულიტი ("სამპდორიდან" "ჩელსიში", 1995 წელს)

8. ჰენრიკ ლარსონი ("სელტიკიდან" "ბარსელონაში", 2004 წელს)

9. ჯეიმს მილნერი ("მანჩესტერ სიტიდან" "ლივერპულში", 2015 წელს)

10. ესტებან კამბიასო ("რეალიდან" "ინტერში", 2004 წელს და "ინტერიდან" "ლესტერში", 2014 წელს). 

 

 

კომენტარები