საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნევილმა და პირს მორგანმა იოზილი გააკრიტიკეს

21 აპრილი 2020

მესუთ იოზილი ერთ-ერთია "არსენალის" იმ სამი ფეხბურთელიდან, ვინც ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე უარი განაცხადა. გერმანელის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი ადამიანი გააბრაზა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი და ტელეწამყვანი პირს მორგანი. 

ნევილს და მორგანს ადრე არაერთხელ უკამათიათ, მაგრამ ამჯერად მათი პოზიციები იდენტური იყო. 

"გუნდთან ერთად არყოფნის გადაწყვეტილება შეუძლებელია დაიცვა. გუნდში ყველა ერთად უნდა იყოს - მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მე ნამდვილად არ მინდა ვიყო ერთ-ერთი იმ სამი ფეხბურთელიდან, ვინც უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება მათ კოლექტივიდან მოწყვეტს და იზოლაციაში მოაქცევს - როცა ფეხბურთელების ჯგუფი რაღაც გადაწყვეტილებას იღებს, შენ მათ მხარი უნდა დაუჭირო. 

ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, თუ რა მდგომარეობაში არიან ამჟამად პრემიერლიგის გუნდები - ფეხბურთი საკუთარ თავს შიგნიდან ჭამს", - განაცხადა ნევილმა. 

პირს მორგანი უფრო კრიტიკული და ნაკლებად კორექტული იყო:

"სირცხვილი მესუთ, სირცხვილი! 

მოდით კარგად ავხსნი რა ხდება: ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გაცილებით ნაკლებს იღებენ ვიდრე შენ, დათანხმდნენ ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე - შენთვის, ეს ოკეანეში წვეთზე ნაკლებია, მაგრამ შენც მაინც უარზე ხარ, რადგან გინდა დააკვირდე, როგორ განვითარდება მოვლენები ფინანსური თვალსაზრისით...

და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა საკუთარ უკანალზე ზიხარ, ყოველ საღამოს PlayStation-ს თამაშობ და მოედანზე არ გადიხარ. სერიოზულად?!"

შეგახსენებთ, რომ იოზილი, რომელმაც კრიზისის დროს ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე უარი თქვა, კვირაში 350 000 ფუნტს იღებს. 

ხელფასის შემცირების შემთხვევაში, იოზილის შემოსავალი კვირაში 306 250 ფუნტი, თვეში კი 1 225 000 ფუნტი იქნებოდა. ამჟამად ის თვეში 1 400 000 ფუნტს იღებს. 

 

 

 

კომენტარები