საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბენიტესი, პოჩეტინო, ალეგრი და ფავრი - "ნიუკასლის" სიაში

21 აპრილი 2020

"ნიუკასლის" მომავალი მფლობელები გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ. 

ამჟამინდელ მწვრთნელს, სტივ ბრიუსს, თავის გამოჩენის შანსი ექნება, მაგრამ მომავალ მფლობელებს იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონიდან კლუბს უფრო სახელოვან სპეციალისტ ჩააბარებენ. 

კანდიდატი ოთხია: რაფაელ ბენიტესი, მაურისიო პოჩეტინო, მასიმილიანო ალეგრი და ლუსიენ ფავრი. ბენიტესი, რომელიც "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016-19 წლებში მუშაობდა, ამჟამად ჩინური "დალიან პროს" დამრიგებელია, ფავრი კი დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელია. 

ახალი ხელმძღვანელობის მთავარ სამიზნედ პოჩეტინო ითვლება, რომელიც ალეგრის მსგავსად ამჟამად უმუშევარია. 

 

 

კომენტარები