ლუის ჰემილტონი: არსად წასვლაზე არ ვოცნებობ, მე უკვე ვარ ოცნების გუნდში“

20 აპრილი 2020

ლუის ჰემილტონი: არსად წასვლაზე არ ვოცნებობ, მე უკვე ვარ ოცნების გუნდში“

 

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მომდევნო წელს მან დატოვოს გუნდი და „ფერარიში“ გადაბარგდეს, ვინაიდან იტალიური საჯინიბო ჯერჯერობით ვერ ახერხებს კონტრაქტის გახანგრძლივებას სებასტიან ფეტელთან.

„პირველი, რაც მინდა მოგახსენოთ, ის არის რომ, არცერთ სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვოცნებობ. მე უკვე ვარ ჩემი ოცნების გუნდში. შეუძლიათ წყნარად იყვნენ „მერსედესის“ გულშემატკივრები, 100%-ით ვრჩები. „მერსედესში“ მოსვლის დღიდან ერთიდაიმავე ხალხთან ვმუშაობ, რაც ძალიან მსიამოვნებს. შვენ საუკეთესო გუნდი გვყავს“ - დაწერა ლუისმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონი ფორმულა 1-ის 6-გზის გამარჯვებულია, აქედან 5 საჩემპიონო ტიტული მან „მერსედესის“ ბოლიდით მოიგო.

2008 წელი (მაკლარენი)

2014 წელი (მერსედესი)

2015 წელი (მერსედესი)

2017 წელი (მერსედესი)

2018 წელი (მერსედესი)

2019 წელი (მერსედესი)

 

 

 

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები