ბრიატორეს ტოპ სამეულები

09 აპრილი 2020

„ბენეტონის“ და „რენოს“ ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა, ფლავიო ბრიატორემ, ფერანდო ალონსოს „ფერარიში“ გადასვლაზე, ასევე თავისი დროის და თანამდეროვეობის საუკეთესო პილოტებზე ისაუბრა:

„ფერნანდოს ერთადერთი ნამდვილად უვარგისი გადაწყვეტილება მისი ‘მაკლარენში’ გადასვლა იყო. ‘ფერარიც’ უდიდესი იმედგაცრუება გახდა, თუმცა ეს მისი ოცნება იყო, თანაც ტიტულების ხელიდან გაშვება გუნდის უკბილო მმართველობის ბრალი იყო და ეს ყველამ იცოდა. აი ‘მაკლარენში’ კი მას არაფერი ესაქმებოდა.

ცუდი გადაწყვეტილებები შუმახერსაც ჰქონდა. ‘ბენეტონში’ ერთ–ერთ სეზონში, მან ნაადრევად დაიწყო ზეიმი. რამდენიმე გრან–პრით ადრე, უზარმაზარი წვეულება შეუკვეთა, ხოლო როდესაც სეზონი დასრულდა, ჩვენ სამნი, მე, შუმი და მისი მენეჯერი, მარტონი დავრჩით ამ წვეულებაზე. მაგრამ ეს მისთვის კარგი ცხოვრებისეული მაგალითი აღოჩნდა.

სისულელეა იფიქრო, რომ ვინმე ფორმულა 1–ში უშეცდომო იყო.

საუკეთესო სამეულს რაც შეეხება, მხოლოდ იმათ დავასახელებ, ვინც ჩემი თვალით მყავს ნანახი – შუმახერი, სენა და ალონსო მესამეზე, შუმახერს და სენას ერთ რიგში დავაყენებდი, დასანანია, რომ მათ შორის ნამდვილ ბრძოლას, ფორმულა 1 ვერ მოესწრო.

თანამედროვე პილოტებში, პირველზე ჰემილტონს გავიყვანდი, მასთან ძალიან ახლოს ფერსტაპენს და მათ ერთ გუნდში ნახვის დიდ სურვილსაც გამოვხატავდი, მესამეზე კი ალბათ ლეკლერს დავაყენებდი." განაცხადა ბრიატორემ.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები