ფორმულა 1: კანადის გრან–პრი გადადებულია

08 აპრილი 2020

ფორმულა 1–ის რბოლები ერთ მეორეს მიყოლებით იდება, ან უქმდება.

შემდეგი ეტაპი, რომელმაც გაურკვეველი ვადით გადაიწია, კანადის გრან–პრი გახდა, რომელიც 14 ივნისს უნდა გამართლიყო.

ამგვარად, ფორმულა 1–ის სეზონი, საუკეთესო შემთხვევაში, 28 ივნისს, საფრანგეთის გრან–პრით გაიხსნება, რომელიც, ექსპერტების აზრით, ასევე დიდი ალბათობით გადაიდება.

ამ მომენტისთვის, ფორმულა 1–ის კალენდარში, გადადებულია 6, ხოლო გაუქმებული ერთი (მონაკოს გრან–პრი) რბოლაა.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები