სამხრეთ კორეაში, ბეიზბოლის სეზონი, მაისის დასაწყისში განახლდება

08 აპრილი 2020

ბეიზბოლი, რომელიც სამხრეთ კორეაში სპორტის მეორე სახეობაა და ფეხბურთს კონკურენციას ყოველ წელს უწევს, ქვეყანას, სულ მალე დაუბრუნდება.

სეზონის სტარტი მაისის მეორე ნახევარში შედგება, ხოლო პრესეზონური ტესტ–მატჩები უკვე აპრილის ბოლოდან დაიწყება.

იმის გამო, რომ სამხრეთ კორეაში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე იკლებს და ბოლო კვირაა დღეში 50 შემთხვევაზე მეტი აღარ ფიქსირდება, კორეა მზად იქნება, რომ სეზონი ივნისამდე დაიწყოს.

ჯერ–ჯერობით, ზუსტი თარიღის გარდა, უცნობია მიეცემათ თუ არა გულშემატკივრებს სტადიონებზე დასწრების საშუალება. ასევე უცნობია, იქნება თუ არა სეზონი სრული, ანუ 144–თამაშიანი, თუმცა წინასწარი ვარაუდით, ფედერაცია სეზონის შემოკლებას არ გეგმავს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები