ფორმულა 1 – დანახარჯის ჭერი იქნება, სახელფასო არა

07 აპრილი 2020

გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport–ის ინფორმაციით, მსოფლიოს საავტომობილო ასოციაციისა და ფორმულა 1–ის მმართველებს შორის ვიდეოკონფერენცია, რომელიც გუნდების ფინანსურ შეზღუდვებს შეეხებოდა, ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოხერხდა.

დანამდვილებით დადგინდა, რომ შეზღუდვებში არ მოყვება პილოტების და მომსახურე პერსონალის ხელფასები.

ასევე დადასტურდა, რომ წინასწარ ნავარაუდები 175 მილიონი $–ის ნაცვლად, დანახარჯების ჭერი მინიმუმ 150–მდე ჩამოვა. თუმცა ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ გუნდებს სხვადასვხა მოთხოვნები აქვთ.

მაგალითად „ფერარი“ და „რედ ბული“ ეწინააღმდეგებიან 150 მილიონზე დაბლა მაჩვენებლის ჩამოწევას, „მერსედესი“ 140 მლიონზეა თანახმა, ხოლო დაბალი რანგის გუნდები 125–130 მილიონ დოლარამდე ითხოვენ დანახარჯების ლიმიტირებას, რადგამ წინააღმდეგ შემთხვევაში, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის და თანმდები ფინანსური პრობლემების გამო, მათ, პერსონალის მასობრივ შემცირებაზე მოუწევთ წასვლა.

ფორმულა 1–ის ახალი ფინანსური შეზღუდვები, ძალაში 2021 წლიდან შემოვა.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები