MotoGP–მ იტალიის და კატალუნიის ეტაპების უვადოთ გადადებაზე ოფიციაური განცხადება გააკეთა.
„მუჯელოს გრან–პრი“ 31 მაისს, ხოლო „ბარსელონას გრან–პრი“ 7 ივნისს იყო დაგეგმილი.
ამ რბოლების ჩატარების ახალი თარიღი, ჯერ–ჯერობით, უცნობია.
ამგვარად, ამ მომენტისთვის, უახლოესი ეტაპი მოტორბოლების მთავარ სერიაში, რომელიც ჯერ–ჯერობით არ გადადებულა, 21 ივნისს დაგეგმილი გერმანიის გრან–პრია.
ავტორი: დავით ახალაძე