ბეისბოლის ისტორიაში ყველა ცხელი ზამთარი გრძელდება

18 დეკემბერი 2019

ბეისბოლის ისტორიაში ყველა ცხელი ზამთარი გრძელდება

 

ზამთარი ბეისბოლის მოყვარულებისთვის დასვენების სეზონად ითვლებოდა, ჩემპიონატი მარტში იწყება და ნოემბერში მთავრდება, თუმცა მიმდინარე ზამთარი სარეკორდო რაოდენობის ტრანსფერებით გამოირჩევა. ბეიზბოლისტებმა თავიანთ საკალათბურთო კოლეგებს მიბაძეს და სპორტის ამ სახეობის უამრავმა ვარკვლავმა გუნდის გამოცვლა ერთხმად გადაწვიტა.

გერიტ კოულის და მედისონ ბაუმგარნერის მაგალითს კორი კლუბერმაც აუბა მხარი და ახალ გუნდში გაუმჯობესებულ პირობებზე გადავიდა.

2014 და 2017 წლების საი იანგის (წლის საუკეთესო პიჩერის) მფლობელმა ბოლო წლები „კლივლენდ ინდიანსში“ გაატარა და ეს გუნდი 21–ე საუკუნეში პირველად მსოფლიო სერიაშიც გაიყვანა, თუმცა ფინალი „ჩიკაგო კაბსთან“ დაძაბულ, შვიდმატჩიან დაპირისპირებაში დათმო. 

„ოლ სტარის“ სამგზის მონაწილის, კლუბერის ERA (9 ინინგში გაშვებული ქულების კოეფიციენტი) გასულ სეზონში არც თუ მაღალი, 3, 75 ჰქონდა, კარიერული 2,85 –ის ფონზე.

33 წლის პიჩერის ახალი გუნდი ტეხასი იქნება, რომელშიც კლუბერი სამი სეზონის განმავლობაში, სოლიდური ბონუსების გამოკლებით, საშუალოდ 19 მილიონს აიღებს.

„რეინჯერსის“ სასტარტო პიჩერების როტაციაში, კლუბერის გარდა, სავარაუდოდ, მაიკ მაინორი (19–14 მოგება–წაგების ბალანსი, ERA 3,59 ) და ლენს ლინი (ERA 3,67 და 16–11)  იქნებიან.

 

 

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები