ბაუმგარნერმის „მოკრძალებული“ კონტრაქტი

17 დეკემბერი 2019

ბაუმგარნერმის „მოკრძალებული“ კონტრაქტი

 

ბაუმგარნერი ახალ კონტრაქტს ახალ კლუბში მიიღებს.

ESPN-ის ინსაიდერმა, ჯეფ პირსმა დაადასტურა, რომ მედისონ ბაუმგარნერის „სან ფრანცისკოში“ გატარებული 11 წლიანი პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა. ბაუმგარნერის ხელში, „გიგანტებს“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდათ. სამჯერ მიაღწიეს მსოფლიო სერიას( იგივე ფინალურ სერიას) 2010, 2012 და 2014 წლებში და თავიანთი ცაცია პიჩერის ლიდერობით, სამივე სერია მოიგეს. 2014 წელს, ბაუმგარნერი 21–ე საუკუნეში პირველი პიჩერი ახდა, ვინც ფინალების MVP–ის წოდება აიღო. ამ სეზონში იგივე მიღწევა ვაშინგტონის პიჩერმა, სტივენ სტრასბურმა გაიმეორა.

ბაუმგარნერის ახალი გუნდი „არიზონა დაიმონდბექი“ იქნება.

 

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები