KHL-ის სეზონი ნაადრევად დასრულდა

26 მარტი 2020

კონტინენტური ჰოკეის ლიგის 2019/20 წლების სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაადრევად დასრულდა. 

"კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული რთული სიტუაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019/20 წლების სეზონი დასრულებულად გამოვაცხადოთ", - ნათქვამია ლიგის განცხადებაში. 

ლიგის მიერ რამდენიმე ვარიანტი იქნა განხილული, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად სეზონის დასრულება მიიჩნიეს. 

KHL-ის 2019/20 წლების სეზონი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული - სეზონი პლეიოფის მეორე ეტაპის დაწების წინ შეწყდა. 

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდეს ადგილები 2019/20 წლების სეზონში, KHL-ის დირექტორთა საბჭოს უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული. 

კომენტარები