უმაყურებლოდ მიმდინარე მარტის სუპერტურნირი ლეგენდარული ჰაკუჰოს გამარჯვებით დასრულდა. ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს ერთმანეთს ორი იოკუძუნა დაუპირისპირდა, ჰაკუჰომ კაკურიო დაძაბულ ორთაბრძოლაში იორიკირით დაამარცხდა, 13:2 ბალანსი დააფიქსირა და 44-ე ჩემპიონობა იზეიმა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
სამწუხაროდ, ისევ დამარცხდა ლევან გორგაძე. ბოლო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კოტონოვაკა იყო. ქართველმა მაკე-კოში 6:9 ბალანსით გაიფორმა, შესაბამისად შემდეგ ბაშოს წოდებაში უფრო მეტად დაქვეითებული შეხვდება.