MLB-ში სახელფასო საგიჟეთი გრძელდება

13 დეკემბერი 2019

„ნიუ-იორკ იანკიზი" მიუჩვეველია, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდხელფასიანი მოთამაშე მათ შემადგენლობაში არ ირიცხებოდეს. ეს მათთვის უსიამოვნო ტენდენცია დღეს შეიცვალა. შარშანდელი სეზონის სენსაცია, გერიტ კოული, უპრეცენდენტო თანხას მიიღებს.

სეზონში 37 მილიონი უახლოესი 9 წლის განმავლობაში(ბეგარის გარეშე), ნებისმიერი ტრეიდისგან 100%-იანი დაცვა, მოგებებზე გათვალისწინებული ბონუსები. ასეთია გერიტ კოულის ახალი კონტრაქტის დეტალები. „ჰიუსტონ ასტროსს“ მისი შენარჩუნების მინიმალური შანსიც არ ჰქონია.

2019 წელი კოულისთვის საოცარი აღმოჩნდა. 29 წლის პიჩერმა სეზონი 20 მოგებით და მხოლოდ 5 მარცხით დაასრულა, პიჩერისთვის უმნიშვნელოვანესი სტატისტიკაც ლიგაში საუკეთესო ჰქონდა - მისმა ERA-მ ( 9 ინინგზე საშუალოდ გაშვებული ქულების კოეფიციენტი) 2,5 შეადგინა. ამის მიუხედავად, „საი იანგის პრიზი“, რომელიც წლის საუკეთესო პიჩერს ეკუთვნის, კოულის ვეტერან თანაგუნდელ, მაქს ვერლანდერს გადასცეს (159 ხმა 171-ის წინააღმდეგ)

კოულის აქტივში ორი პლეი-ოფი, ერთი საჩემპიონო სერია და ორი „ოლ სტარია“

2011 წლის პირველი პიკისთვის „ნიუ-იორკ იანკიზი“, „პიტსბურგის“ და „ჰიუსტონის“ შემდეგ, MLB-ში მესამე გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული სპორტების „დიდი ოთხეულიდან“ (NFL, NBA, NHL, MLB) ბეიზბოლი ერთადერთია, სადაც სახელფასო ჭერი არ არსებობს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები