სტრასბური ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბეიზბოლისტია

12 დეკემბერი 2019

„ვაშინგტონ ნაიშენალზმა“ გასული სეზონის მსოფლიო სერიაში (იგივე ფინალური სერია) კოლოსალური სენსაცია მოახდინა და სუპერვარსკვლავურ „ჰიუსტონ ატროსს“ 4:3 მოუგო. სერია უცნაური იყო არა მხოლოდ იმით, რომ შვიდივე შეხვედრა სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, არამედ იმითაც, რომ მხოლოდ მეორეჯერ 21-ე საუკუნეში, სერიის MVP პიჩერი გახდა.

შეერთებული შტატების დედაქალაქში, მრავალი წლის ნანატრი ჩემპიონობა, გუნდის ერთ-ერთ  ლიდერს, საჩემპიონოდვე დაუფასეს და MLB-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ხელფასიც გამოუწერეს. უახლოესი 7 წლის განმავლობაში, სტრასბური, საშუალოდ სეზონში, თითქმის 36 მილიონ დოლარს (ბეგარის გარეშე) გამოიმუშავებს.  აქამდე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბეიზბოლისტები სტრასბურის თანაგუნდელი, მაქს შერზერი და „ჰიუსტონის“ პიჩერი ზაკ გრეინკე იყვნენ, შესაბამისად სეზონში 35 და 34 მილიონი დოლარით.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები