საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის გრან პრი გაუქმდა

10 მარტი 2020

თბილისის გრან პრი გაუქმდა

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (ijf) გადაწყვიტა აღარ გაერისკა და აპრილის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა ტურნირი გააუქმა. მათ სიაში მოხვდა თბილისი გრან პრი, რომელიც 27–29 მარტს უნდა გამართულიყო საქართველოს დედაქალაქში.

აღარ ჩატარდება ეკატერინგბურგის გრანდ სლემი (13–15 მარტი) და ანტალიის გრან პრი (3–5 აპრილი).

შეგახსენებთ, რომ თბილისის ტურნირზე 89 ქვეყნის 700–მდე ძიუდოისტი იყო დარეგისტრირებული.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები