წყალბურთელთა მორიგი გამოცდა

03 მარტი 2020

                                დინამო - მარსელი მაყურებლის გარეშე

                                

 დღეს, 18:30 ზე, საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-10 ტურის მატჩში, ფრანგულ მარსელს უმასპინძლებს.

რევაზ ჩომახიძის გუნდს, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში, ჯერჯერობით თამაში არ მოუგია და მე-8 ადგილზეა.  ხოლო მარსელი 3 მოგებით, 1 ფრითა და 5 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. გუნდების პირველი დაპირისპირება საფრანგეთში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 17:7.

მატჩი კონორავირუსის საფრთხის გამო, სამწუხაროდ, უმაყურებლოდ ჩატარდება.

კომენტარები