დრაიზაიტლი ლეგენდებს შეუერთდა

01 მარტი 2020

„ვინიპეგთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრში, „ედმონტონის“ თავდამსხმელმა, ლეონ დრაიზატლმა დუბლს საგოლე პასიც მიუმატა და ჰოეკის ლეგენდების სიაში ჩაეწერა.

დრაიზაიტლი გახდა NHL–ის ისტორიაში ბოლო 26 წლის განმავლობაში მხოლოდ მეათე მოთამაშე, ვინც სულ რაღაც 65 ან ნაკლებ შეხვედრაში 100 ქულის მოგრევება შეძლო.

გარდა ამისა, „ოილერზის“ თავდამსხმელი გახდა პირველი გერმანელი, ვინც ეს მოახერხა.

ამ პერიოდში, ყველაზე სწრაფად, ეს ლეგენდარულ კანადელს, მარიო ლემიეს გამოუვიდა(38 შეხვედრაში 1195–96 წლების სეზონში).

სულ, დრაიზაიტლის გარდა, 100 ქულის ასეთ მოკლე პეროდში მოგროვება, ბოლო 26 წლის განმავლობაში, შეძლეს ორჯერ იაგრმა, ორჯერ ლემიემ, გრეტსკიმ, ოვეჩკინმა, კროსბიმ, კუჩეროვმა, ფრენსისმა და ფიოდოროვმა.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები