დევიდ ეირსის სასწაული

23 თებერვალი 2020

NHL-ის მორიგ შეხვედრაში საოცარი შემთხვევა დაფიქსირდა: "ტორონტოს" და "კაროლინას" შეხვედრაში, ამ უკანასკნელს ორივე მეკარე, ჯეიმს რაიმერი და პეტრ მრაზეკი, დაუშავდა, რის გამოც, მეორე პერიოდის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, სტუმართა კარში მოყვარული დევიდ ეირსი ჩადგა. 

ეირსი ტორონტოელია და AHL-ის კლუბის, "ტორონტო მარლის" "ზამბონის" (ყინულის გასასწორებელი მანქანა) მძღოლია. 

მეორე პერიოდში, ეირსმა 3-დან 2 დარტყმა გაუშვა, თუმცა მესამე პერიოდში ყველა, 7-ვე დარტყმა მოიგერია და "კაროლინას" თამაში მოაგებინა. 

42 წლის ეირსი (42 წლის და 194 დღის) გახდა ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი NHL-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე თამაში მოიგო. ეირსმა ჰიუ ლემანის რეკორდი დაამხო, რომელმაც "ჩიკაგოს" რიგებში სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება 41 წლის და 21 დღის ასაკში მოიპოვა (1926/27 წლების სეზონი).

კომენტარები