ოვეჩკინის მე-700 შაიბა NHL-ში
NHL-ში აგრძელებს რეკორდების დამყარებას „ვაშინგტონის“ ჰოკეისტი ალექსანდრ ოვეჩკინი. „კეპიტალზის“ რუსმა კაპიტანმა „ნიუ ჯერსისთან“ გამართულ შეხვედრაში საიუბილეო, მე-700 შაიბა გაიტანა NHL-ში.
რეგულარულ სეზონებში „ოვეს“ 1270 აღებული ქულა დაუგროვდა (700+570).
ოვეჩკინი NHL-ის ისტორიაში გახდა მერვე მოთამაშე, რომელმაც 700 ან მეტი შაიბა გაიტანა კარიერის განმავლობაში.
1.უეინ გრეცკი - 894
2. გორდი ჰოუ - 801
3. იარომირ იაგრი - 766
4. ბრეტ ჰალი - 741
5. მარსელია დიონი - 731
6. ფილ ესპოზიტო - 717
7. მაიკ გარტნერი - 708
8. ალექსანდრ ოვეჩკინი - 700
ავტორი: გიორგი ბარბაქაძე