ოვეჩკინის 699-ე გოლი

21 თებერვალი 2020

ოვეჩკინის 699-ე გოლი

 

ალექსანდრ ოვეჩკინმა, “მონრეალთან” შეხვედრაში ანგარიში გახსნა და 5-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, მისი “ვაშინგტონი” ოვერტაიმში დამარცხდა (3:4).

 

“კეპიტალსის” კაპიტანმა კარიერაში 699-ე გოლი შეაგდო. ერთიც და ის გახდება ისტორიაში სულ მერვე მოთამაშე, ვისაც NHL-ში 700 ან მეტი გოლი ექნება გატანილი.

 

მიმდინარე სეზონში, ოვეჩკინის ანგარიშზე 41 გოლია. მასზე მეტი მხოლოდ ოსტონ მეტიუზს (ტორონტო) და დავიდ პასტრნიაკს (ბოსტონი) აქვთ - 43-43.

 

ოვეჩკინზე წინ, NHL-ის ყველა დროის გოლეადორების სიაში, შემდეგი ლეგენდები არიან:

 

894 - უეინ გრეტცი

801 - გორდი ჰოუ

766 - იარომირ იაგრი

741 - ბრეტ ჰალი

731 - მარსელ დიონი

717 - ფილ ესპოზიტო

708 - მაიკ გარტნერი

 

 

კომენტარები