საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 რინერი თბილისში ?!              

20 თებერვალი 2020

                                    რინერი თბილისში ?!

             

27-29 მარტს სპორტის სასახლეში თბილისის ტრადიციული გრან-პრი გაიმართება, რომელშიც ბევრი გამორჩეული ძიუროდისტი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილი ხდება, თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა და გრან-პრიზე დარეგისტრირდა ლეგენდარული ტედი რინერი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პარიზის მასტერსზე სენსაციური მარცხი განიცადა.

ბუნებრივია, რინერს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ მსოფლიო სპორტის ლეგენდა საქართველოს დედაქალაქს მაინც ეწვევა.

კომენტარები