დეტროიტს ბოლო 24 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

12 თებერვალი 2020

"დეტროიტ რედ უინგზმა", "ბაფალო სეიბრზთან" 2:3 წააგო, რაც კლუბისთვის რეგულარულ სეზონში, ძირითად დროში განცდილი მე-40 მარცხი იყო. ამისთვის "დეტროიტს" სულ რაღაც 58 თამაში დასჭირდა. 

ბოლოს, ამაზე ცუდი შედეგი NHL-ში 1995/96 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც "ოტავამ" 40 მარცხი 52 შეხვედრაში განიცადა. 

ბოლო 45 სეზონში მხოლოდ ხუთმა გუნდმა მიაღწია ამ ნიშნულს უფრო სწრაფად. ყველაზე ცუდი შედეგი "ვაშინგტონს" ჰქონდა, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში (1974/75 და 1975/76) 40 თამაშის წაგება 52 შეხვედრაში მოახერხა. 

 

 

 

კომენტარები