ჯეი ბაუმისტერს გულის შეტევა ჰქონდა

12 თებერვალი 2020

"ანაჰაიმ დაქსის" და "სენტ ლუის ბლუზის" თამაშის დროს, "სენტ ლუისის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ჯეი ბაუმისტერი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას ცუდად გახდა, რის გამოც შეხვედრა შეწყდა. 

როგორც გაირკვა, 36 წლის ჰოკეისტს გულის შეტევა ჰქონდა. ბაუმისტერს პირველადი დახმარება ყინულზე აღმოუჩინეს, რის მერეც ის კალიფორნიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ახლაც უტარდება.

"სენტ ლუისის" გენერალური მენეჯერის, დაგ არმსტრონგის განცხადებით, ბაუმისტერის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

კომენტარები