,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველს, მარკო ვერატის, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
იტალიელმა ,,ნანტთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ მსაჯებს სურვილი აქვთ, მხოლოდ პარიზული გუნდის წინააღმდეგ დაუსტვინონ. ვერატის საქმეს სადისციპლინო კომიტეტი დღეს განიხილავს.
ლიგა 1-ის 25-ე ტურში ,,ნანტმა” ,,პსჟ-ს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზელთა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
Marco Verratti summoned to LFP disciplinary commission following "sometimes we get s**t on by the referees" comments. (L'Éq)https://t.co/DVo0CJzfZj
— Get French Football News (@GFFN) February 22, 2022
ავტორი: თაზო ერისთავი