რონალდო: ,,მბაპეს თამაში საკუთარ თავს მახსენებს''

23 თებერვალი 2022

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე, ისაუბრა:

,,მბაპეს შესანიშნავი თვისებები აქვს - სისწრაფე, ტექნიკა, გოლის ალღო.

თუ საკუთარ თავს უნდა შევადარო... დიახ, მისი თამაში ჩემსას მახსენებს,'' - რონალდოს სიტყვებს As-ი ციტირებს.

რამდენიმე დღის წინ, Bild-მა დაწერა, რომ მბაპემ ,,რეალთან'' კონტრაქტი შეათანხმა და ახალ გუნდში  ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 22 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. ფრანგს პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები