სიმეონე: ,,მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვუპირისპირდებით''

23 თებერვალი 2022

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვუპირისპირდებით, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, თავგანწირვასა და ერთიანობას ავლენს. მანჩესტერ იუნაიტედი მოედნის ცენტრსა და შეტევაში თამამად თამაშობს. რთულია იპოვო ადგილი, სადაც ისინი შეცდომას უშვებენ.

მატჩისთვის მზადებისას ყოველთვის მეტოქის საუკეთესო თვისებებს ვითვალისწინებ და ვეძებ გზებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნა,'' - სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,ატლეტიკო'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები