ნეიმარი: ,,ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირობა ჩემი ერთ-ერთი მიზანია''

22 თებერვალი 2022

,,პარი სენ ჟერმენისა'' და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ მისი მიზანი ეროვნული გუნდის ბომბარდირობაა:

,,ჩემთვის ეროვნული ნაკრების ბომბარდირობა დიდი პატივი იქნებოდა, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია და იმედი მაქვს, მის მიღწევას შევძლებ. პელეს რეკორდის მოხსნა შემიძლია, ის ბრაზილიაში ყველას კუმირია,'' - ნეიმარის სიტყვებს Marca ციტირებს.

ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სელესაოს'' მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში 70 გოლია, რითაც მხოლოდ პელეს (77 გოლი) ჩამორჩება.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები