პირველად ისტორიაში - მილანის სპონსორის ლოგო მაისურის უკანა მხარეს განთავსდება

21 თებერვალი 2022

,,მილანმა'' თანამშრომლობა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვეო კომპანიასთან, Wefox-თან დაიწყო. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გერმანული ბრენდი იქნება ,,როსონერის'' პირველი სპონსორი, რომლის ლოგო მაისურის უკანა მხარეს, ნომრის ქვემოთ განთავსდება.

კომპანიის სახელწოდება ,,მილანის'' სათამაშო ფორმაზე უახლოეს მატჩში, ,,უდინეზესთან'' შეხვედრაში გამოჩნდება.

რამდენიმე დღის წინ, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მილანელები Wefox-ისგან წელიწადში 6-დან 8 მილიონ ევრომდე მიიღებენ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by AC Milan (@acmilan)

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები