რეალი ვინისიუს ჟუნიორისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

21 თებერვალი 2022

მადრიდის ,,რეალი'' გუნდის შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,სამეფო კლუბი'' მზადაა, ბრაზილიელთან 5-წლიანი ხელშეკრულება რამდენიმე თვეში გააფორმოს.

ვინისიუსი ,,რეალში'' 2018 წლიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 16 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები