ოჟე-ალიასიმი დუბაის ტურნირიდან ჩაეხსნა - ბასილაშვილის ახალი მეტოქე ცნობილია

21 თებერვალი 2022

მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-იან ტურნირზე (Dubai Tennis Championships) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან იწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი (9) უნდა ყოფილიყო. თუმცა კანადელმა ჩოგბურთელმა გადატვირთული გრაფიკის გამო (ოჟემ გუშინ მარსელის ტურნირის ფინალში ითამაშა), ტურნირის გამოტოვება გადაწყვიტა.

შედეგად, ნიკოლოზი პირველ შეხვედრას მსოფლიოს 66-ე ჩოგანთან, ალექსეი პოპირინთან გამართავს.

დუბაიში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვჩია, მეორე კი ანდრეი რუბლიოვია.

Dubai Tennis Championships-ი დღეს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ასლან კარაცევია, რომელმაც შარშან ფინალში ლოიდ ჰარისს მოუგო.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები