ATP-ის განახლებული რეიტინგი - ბასილაშვილი ოცეულს დაუბრუნდა

21 თებერვალი 2022

დოჰას ტურნირის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 2156 ქულაა.

ბასილაშვილი Qatar ExxonMobil Open-ის ფინალში გავიდა, სადაც რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა.

რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, მეორეა დანილ მედვედევი, მესამე კი - ალექსანდრ ზვერევი. ხუთეულში, ასევე, სტეფანოს ციციპასი და რაფაელ ნადალი არიან. 

1 პოზიციით დაწინაურდა და 29-ე ადგილზეა გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი, რომელმაც ბოლოს გასული წლის ივლისში უიმბლდონზე იასპარეზა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები