როდრიგესი - მსურდა, რომ ევერტონში კიდევ დავრჩენილიყავი

21 თებერვალი 2022

ლივერპულის ''ევერტონის'' ყოფილმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ გუნდში დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მწვრთნელთან ურთიერთობის გამო მიიღო.

''მე გუნდში კიდევ დიდხანს დარჩენა მინდოდა. ''ევერტონი'' შესანიშნავი კლუბია, ნამდვილად გამორჩეული ფანებით. მინდოდა იქ ყოფნა, თუმცა შევეჩეხე ისეთ მწვრთნელს, რომელსაც ჩემი იმედი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გუნდის დატოვება'' - განაცხადა ხამესმა.

ხამეს როდრიგესი ''ევერტონის'' ღირსებას 2020-2021 წლების სეზონში იცავდა. მან 26 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა. 30 წლის შემტევი ამ მომენტისათვის ყატარული ''ალ-რაიანის'' ღირსებას იცავს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები