ჩავი - პედრი მსოფლიოს უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელია

21 თებერვალი 2022

''ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი, გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველზე, პედრი გონსალესზე ისაუბრა. 

''მსოფლიოში არ მოიძებნება უფრო დიდი ტალანტი, ვიდრე პედრია. ის ნამდვილად შესანიშნავია. მისი მოძრაობები, დროის სწორად შერჩევა... ეს ყველაფერი უბრალოდ ფანტასტიკურია.  შესაძლოა, პედრი მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე. დიახ, 19 წლის ასაკში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა'' - განაცხადა ჩავიმ.

პედრი ''ბარსელონას'' ღირსებას 2019 წლიდან იცავს ახალგაზრდა ნახევარმცველს ბლაუგრანას მაისურით 63 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. პედრის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები