დიბალა ვილიარეალის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

21 თებერვალი 2022

ტურინის ''იუვენტუსის'' შემტევი, პაულო დიბალა ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დიბალა დაახლოებით 10 დღეს იუქმებს. როგორც ცნობილია, მას მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს და გუნდს სწორედ ამ მიზეზით დააკლდება. ტრავმირებულთა შორისაა იტალიელი ცენტრალური მცველი, დანიელე რუგანიც. წინასწარი ინფორმაციით, ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ მატჩს ისიც გამოტოვებს.

''იუვენტუსი'' ''ვილიარეალს'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 22 თებერვალს, 23:55-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Silk Universal-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები