სტეფ კარიმ All-Star-ზე 50 ქულა ჩააგდო - მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში

21 თებერვალი 2022

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ფლეიმეიქერი, სტეფ კარი, კლივლენდში გამართული All-Star-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა თამაშში ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მძიმე ბრძოლაში ლებრონის გუნდმა 163:160 იმარჯვა.
 



სტეფ კარიმ 50 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ''მეომრების'' ლიდერის ანგარიშზე სარეკორდო მაჩვენებელი - 27-დან 16 ჩაგდებული სამქულიანი იყო. 

აღსანიშნავია, რომ სტეფი მეორე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვინც All-Star-ის მატჩში 50 ან მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. პირველად მსგავსი შედეგი ენტონი დეივისს ჰქონდა. მან 2019 წლის მატჩში მეტოქე გუნდს 52 ქულა ჩაუგდო.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები