ინძაგი - ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, უბრალოდ, არ გაგვიმართლა

21 თებერვალი 2022

მილანის ''ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ''სასუოლოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა.

''მე ძალიან გაბრაზებული ვარ ამ შედეგით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის შემდეგ მხოლოდ სამი დღე დავისვენეთ. ეს ძალიან რთულია. ვიცოდით, რომ ''სასუოლომ'' გასვლაზე ''მილანისა'' და ''იუვენტუსის'' დამარცხება შეძლო და მათთან თამაში მარტივი არ იქნებოდა.

მეორე ტაიმში ''ინტერს'' ბევრი მომენტი ჰქონდა, უბრალოდ, ბიჭებს არ გაუმართლათ. როცა ფორვარდი ხარ და გოლი ვერ გაგაქვს, უნდა დამშვიდდე, რადგან სიმშვიდესთან ერთად გოლი აუცილებლად მოვა'' - განაცხადა ინძაგიმ.

''სასუოლომ'' ''ინტერი'' სტეფანო რასპადორისა და ჯანლუკა სკამაკას გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სიმონე ინძაგის გუნდი ამ მომენტისათვის სერია ა-ს მეორეადგილოსანია. ''ნერაძური'' ''მილანს'' 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა ''როსონერის'' მეტოქეზე ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები