საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ფინალი დათმო. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან (16) ორ სეტში, 6:3; 6:4; დამარცხდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდების მოგება მოახერხა, თუმცა შემდეგ ორჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება და 6:3 წააგო. იდენტურად განვითარდა მოვლენები მეორე სეტშიც. ნიკოლოზმა პირველმა მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგება, თუმცა შემდეგ საკუთარი ჩაწოდება ორჯერ წააგო და მეორე სეტი 6:4 დათმო.
ამრიგად, რობერტო ბაუტისტა აგუტი დოჰას ATP ტურნირის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი მეორე ადგილს დასჯერდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს 150 სარეიტინგო ქულასთან ერთად, საპრიზო ფონდიდან 80 400 დოლარი ერგება,
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი