მსოფლიოს 22-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის (Qatar ExxonMobil Open) ნახევარფინალში ფრანგი მეტოქე, არტურ რონდერკნეხი (61) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალური შეხვედრა 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.
ფინალში ნიკოლოზის მეტოქე დღეს კარენ ხაჩანოვისა და რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვედრაში გაირკვევა.
Qatar ExxonMobil Open-ი 21 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილია - ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტთან იმარჯვა.
ავტორი: თაზო ერისთავი