ბეტო - 3 წლის წინ KFC-ში ვმუშაობდი

18 თებერვალი 2022

''უდინეზეს'' ფორვარდმა, ბეტომ, საკუთარ წარსულთან დაკავშირებით ისაუბრა. 24 წლის ფეხბურთელმა გაიხსენა რთული დრო, როცა პროფესიონალი ფეხბურთელი არ იყო და თავის რჩენა KFC-ში მუშაობით უწევდა.

'' სამი წლის წინ მე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი პორტუგალიაში. ვარჯიშის პარალელურად, მე KFC-ს თანამშრომელი ვიყავი. ეს კარგი დრო იყო. 

ახლა კი, როცა სამშობლოში ვბრუნდები ხოლმე, აუცილებლად შევდივარ KFC-ში ძველი მეგობრების მოსანახულებლად. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ პროფესიონალი მოთამაშე გავხდებოდი. გუნდელები მეუბნებოდნენ, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მე ''პორტიმორენსეს'' შევუერთდი და ჩემმა მეგობრებმაც გადაიფიქრეს. ახლა ძალიან მომწონს იტალია'' - განაცხადა ბეტომ.

ბეტო სერია ა-ში თავის სადებიუტო სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში გატანილი 8 გოლია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები